Thursday 20 May 2010

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანის სრული სახელი და გვარი- ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი , დაიბადა 1856 წელს საქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინციაში კახეთში სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში.

მეგობრები მას ნიკალას უძახდნენ , მხატვრისადმი მიძღვნილ ლექსებში და პიესებში ის მოხსენიებულია , როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი.

უკვე დიდი ხანია აც ფიროსმანი გენიალური შემოქმედების ტანჯული სიმარტოვის ლეგენდარულად რომანტიული სიყვარულის შემოქმედებითი წვიტ განუზომელი შეპყრობილობის აღმნშვნელ მაგიურ ცნებად იქცა ქართულ ენასჰი და იმ ქვეყნებში , სადაც მის მხატვრობას იცნობენ.

ნიკო ფიროსმანი ძალიან ადრე 8 წლის ასაკში დაობლდა , ავადმყოპმა დედამ იგი არსაზრდელად თბილისში სომეხი ემიგრანტის კალანტარ კალანტაროვის ოჯახში გაგზავნა , აქ იგი მსახური ბიჭის სტატუსით იზრდებოდა. აქ გააკეტა ნიკომ თავისი პირველი ბავშვური ნახატები. ხატავდა ყველაფერზე კედლებზეც კი ამის გამო უჯავრდებოდნენ თუმცა ის მაინც აჭრელებდა კედლებს ნახატებით ამ საქციელით შეიძლება განიჭვრიტოს მისი თავშეუკავებელი მიდრეკილება ხატვისადმი. ნიკო მოწიფული ჭაბუკობის ასაკში წავიდა კალანტაროვების ოჯახიდან და ამის მიზეზიც ჰქონდა ის წერილების მეშვეობით სიყვარულში გამოუტყდა ოჯახის უფროსის დას ელისაბედს რამაც ოჯახის აღშფოტება გამოიწვია , ნიკომ იწყინა მატი არშფოტება და სამუდამოდ დატოვა მათი ოჯახი. ასე დაიწყო ნიკოს მარტოსული და მოხეტიალე ცხოვრება პური არსობისთვის სამუშაოს ძიება მთელი ცხოვრება გაგრძელდა ეს იყო ხეტიალი საკუთარი პიროვნების, მოწოდების აღმოსაჩენად.

1883 წელს ნიკო თბილისის რკინიგზის სადგურში მიიღეს პირველ ხანებში ის დარაჯად მუშაობდა, ჰქონდა სამორიგეო ფარტდული ხის ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ჯამაგირი.ხანდახან. ხატავდა.ერთხელ უფროსს შეუსწრია ხატვისას, ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ მოუსვრია. ნიკო იმედოვნებდა რომ კვლავ რკინიგზის სისტემაში გააგრძელებდა მუშაობას ასე არ მოხდა ავადმყოფობის გამო როცა განთავისუფლდა ამის შემდეგ უკან აღარ მიიღეს.

რკინიგზის სამყაროდან წამოსვლის შემდეგ იგი გაეცნო და დაუახლოვდა მედუქნეებს , რომელთა პატარა ფარდულებზე მალე ნიკოს დახატული აბრები გამოჩნდა. ერთერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა დაუხატა ძროხა რძიანი ქილით მედუქნეებს მოეწონათ ნიკოს ნახელავი თუმცა მათ ინტუიტურად მოსწონდათ ნიკოს ნახატები მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ნიკოს ტილოებს სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს პერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ.უბრალო ხალხი ვინც მის ნახატებს ნახულობდა ნაკლებათ ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები, მაგრამ გაუცნოებიერებლად განიცდიდნენ იმ დიად სიმძლავრეს და სიწმინდეს, რომელი ნიკოს ნახატებიდან მოედინებოდა.

ადერ მეგობარაგან ბევრი ურჩევდა მარტოსულ ნიკოს დაოჯახებას ტუმცა მას ამის გგონებც არ უნდოდა. თავისი ქორწილიდან გამოქცევისა სხვა უცნაურობის გამო მას ხალხი “ტვინდასეტყვილ” და “ჭკუაგაფლანგულ ადამიანად მოიხსენიებდნენ.

უკვირდათ ნახატებს პურზ და სასმელზე , რომ ცვლიდა და ფულზე უარს ამბობდა ყველა გლახაკი პოულობდა რაღაც მუდმივ თავშესაფარს ნიკო კი ვერ მოეწყო .

შეუძლებელია ნიკოს ცხოვრების წარმოდგენა “აკტრისა მარგარიტას” გარეშე სხვა კონკრეტული ქალი მის ბვიოგრაფიაში არ მოიხსენიება თუ არ ჩავთვლით პატარძალს რომელსაც ქორწილიდან გაექცა. რატომ გაექცა? შეიძლება უბრალოდ არ მოეწონა შეიძლება წარმოიდგინა რომ სამუდამოდ სოფელში უნდა ჩარჩენილიყო ან თავისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო ,ცხადია, რომ შეყვარებული ნამდვილად არ იყო თავისი დის მიერ შერჩეულ საცოლეზე.

ფრანგი ქალი მადამ მარგარიტა პირველად მუშტაიდის ბაღში ნახა ნიკომ. ყვებიან, რომ ფრანგმა მოცეკვავემ განსაკუთრებული ყურადგება მიიქცია ნიკოსი. რათქმაუნდა ნიკო მდიდარი კაცივით არ გამოიყურებოდა და მადამ მარგარიტას მისდამი ყურადღება ანგარებიანი რ იყო. იმასაც ამბობენ რომ ნიკოს დანახვისთანავე შეუყვარდა ნატიფად გამოწყობილი და მოხდენილად მოცეკვავე ფრანგი ქალი ისინი სწრაფად დახლოვდნენ და მათი რომანი ერთი წელიწადი გაგრძელდა ერთი წლის შეემდეგ მადამ მარგარიტამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა ნიკოს და უგზოუკვლოდ და სამუდამოდ გაქრა.

ხალხში მისი მარგარიტასთან ურთიერთობა იმდენად მითიზირებულია რომ მარგარიტას არალამაზ ქალად წარმოდგენა შეუძლებელი ხდება . ფიროსმნის დახატული მარგარიტა თავისი დეფორმაციის სიუშნოვეშია ულამაზესი ამ სიუშნოვეში დიდი ინტიმი და სიწმინდეა გამოხატული ეს პატარა გოგონასავით გამოწყობილი ქალი ისეთი ძლიერი მხატვრული ვნებით არის დახატული რომ შეუძლებელია ამ ვნებით აღწერილი ქალი ლამაზი არ იყოს. სილამაზე ალბათ სახის სტრუქტურაში კი არ უნდა ვეძებოთ არამედ იმ ტემპერამენტში, რომელიც ფიროსმანის მხატვრულ ენას გააჩნია მარგარიტას იერსახის ჩამოყალიბებაში.

დუქნის გაუქმები შემდეგ ნიკოს უბინაოდ დარჩა ერთ-ერთმა მეეზოვემ უინაო ფიროსმანს პატარა თავშესაფარი მისცა კიბის ქვეშ ძველი ნივთების შესანახად გაკეთებული სათავსო გახდა მისი ბინა ავადმყოფი ნიკო როცა გამოკთდა მეეზოვის პორტრეტი გააკეთა ეს ნამუშევარი ფიროსმანის ერთ-ერთი ძლიერი პრტრეტია.

უბრალო ადამიანები ხდებოდნენ ნიკოს ნახატების კომპოზიციური სურაების პერსონაჟები საბოლოოდ მათი გამოსახულებები ქმნიან იერსახეების დიდ ანსამბლს რასაც შეიძლება დაერქვას ფიროსმანის ეპოსი.

ძველი თბილისი ნელ-ნელა ნიკოს ნახატებით ივსებოდა ასე იქცა ნიკოს მხატვრობა კოლორიტულ მოვლენად.

1911 წელს მიკიტანმა ტიტიჩევმა მიიწვია ნიკო თვისი სამიკიტნოს მოსახატად სწორედ აქ დახატა ისეთი ბრწყინვალე ნამუშევრები როგორიც არის ”ორთაჭალის ტურფები”, “ჟირაფი” და “შავი ლომი” ეს ნახატები გმოხატავენ ნიკოს მხატვრულ სიმწიფეს და ოსტატობას.

ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.

ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში - მირზაანში - გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდია დაუდგენელია.

ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად")ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვირის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები. ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა"); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს. განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით", მოსკოვი, კერძო კოლექცია; "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით",მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით”. ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვა ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე მეორე", "გიორგი სააკაძე" - არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; "შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად" და სხვა). მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.

საბოლოო ჯამში ფიროსმანის შემოქმედება ქმნის საქარველოს ბუნების და ყოფიერების გამომსახველ სავსე სურათს. ფიროსმანის შემოქმედება უნიკალური ნიშანია იმისა თუ რა დიდი სასიცოცხლო იმპულსის ველური ინსტინქტური ძალის და სულიერი ენერგიის ობიექტივაცია ბადებს ფერწერას ფიროსმანის ცხოვრება გვიმოწმებს რომ ასეთი ობიექტივაცია ანუ სიცოცხლის სტიქიის კულტურად გადაქცევა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებისადმი უდიდესი თავდადების და ერთგულების გზით. ფიროსმანის მხატვრობა საკმაოდ მიმზიდველია ისეთი ხელოვნების მოყვარეთათვის, რომლებიც მხატვროის მისიად საგნის ზედაპირს ნატურალისტურ იმიტაციას არ მიიჩნევს და თვლის რომ მთავარი კარგად გამოხატვაა და არა გადახატვა, რომელსაც ყოფნის გემოვნება და სხვა მხატვრულ მეთოდს და კანონზომიერებას არ თხოვს ფიროსმანის თვითმყოფად მხატვრულ სისტემას. ფიროსმანი დამსახურებულად იკავებს ადგილს ისეთი შემოქმედებითი ინდივიდების გვერდით როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი,პოლ სეზანო, პაბლო პიკასო, ანრი მატისი , და სხვა. ქართულ კულტურას ფიროსმანი რეფორმატორი მხატვრის მნიშვნელობით მოევლინა, იგი ახალი მხატვრული ეპოქის ფუძემდებელია საქართველოში.

No comments:

Post a Comment